რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკით დატვირთული

რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკით დატვირთული პირველი
რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკით დატვირთული პირველი
სარკინიგზო შემადგენლობა საქართველოს, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში დატოვებს - იტყობინება ინტერფაქსის სააგენტო ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების მეთაურის მოადგილის, ვლადიმერ ყუფარაძის სიტყვებზე დაყრდნობით. ყუფარაძემ თქმით, საქართველოში ჩავიდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე ვალერი ევნევიჩი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად დააზუსტებს საქართველოდან რუსეთის ჯარის გასვლის დეტალებს.