გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ანტონიუ გუტიერეში
გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ანტონიუ გუტიერეში
ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობის ფარგლებში შეხვდა ჩეჩნეთის პრეზიდენტს ალუ ალხანოვს. გუტიერეშმა და ალხანოვმა ისაუბრეს ინგუშეთში მცხოვრები ცხრა ათასამდე ჩეჩენი ლტოლვილის ბედზე. მოგვიანებით გუტიერეში ინგუშეთში გაემგზავრა. გუშინ გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი ესტუმრა ჩრდილოეთ ოსეთს, სადაც შეხვდა ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს თეიმურაზ მანსუროვსა და ლტოლვილებს სამხრეთი ოსეთიდან.