ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ოფიციალურად

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ოფიციალურად გამოაცხადა მის ქვეყანაში ურანის გამდიდრების
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ოფიციალურად გამოაცხადა მის ქვეყანაში ურანის გამდიდრების
წარმატებით დაწყების შესახებ. "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჩვენი ძვირფასი ირანი მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოებში შევიდა," განაცხადა მან ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში. აჰამდინეჟადმა სამშაბათს დასავლეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ირანზე ზეწოლა. მან კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. "ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და მზად ვარ გავიმეორო, რომ ჩვენი ბირთვული ტექნოლოგიები მშვიდობიან მიზნებს ემსახურება." გაეროს უშიშროების საბჭომ ახლახან მოუწოდა თეირანს, უარი თქვას ბირთვულ კვლევაზე. გამორიცხული არ არის ირანის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება.