ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ხელმოწერა ბრძანებაზე

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ხელმოწერა ბრძანებაზე, რომლის შედეგად 1982 წელს დახოცილ იქნა
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ხელმოწერა ბრძანებაზე, რომლის შედეგად 1982 წელს დახოცილ იქნა
შიიტურ სოფელ დუჯაილის 148 მცხოვრები, სადამ ჰუსეინს ეკუთვნის. ეს დღეს გამოცხადდა ბაღდადში, სადაც განახლდა ერაყის ყოფილი დიქტატორისა და მისი შვიდი თანამოაზრის სასამართლო პროცესი. ბრალმდებელმა სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრძანება დუჯაილის მცხოვრებთა დახოცვის შესახებ სწორედ სადამ ჰუსეინმა და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა გასცეს.