შიიტთა ბლოკის, “ერაყის გაერთიანებული ალიანისის”

შიიტთა ბლოკის, “ერაყის გაერთიანებული ალიანისის” ლიდერები შეთანხმდნენ პრემიერის პოსტზე წარადგინონ
შიიტთა ბლოკის, “ერაყის გაერთიანებული ალიანისის” ლიდერები შეთანხმდნენ პრემიერის პოსტზე წარადგინონ
ჯავად ალ მალიკის კანდიდატურა. თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს, შესაძლებელი გახდება მთავრობის შექმნა და სამთვიანი პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ თანამდებობაზე ახლანდელი პრემიერის ალ ჯაფარის დასახელებას ეწინააღმდეგება ქურთთა და სუნიტთა პარტიები. ჩვენს “რადიოს” “ქურთისტანის პატრიოტული კავშირის” წამყვანმა წევრმა სადი აჰმად პირაჰიმ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შემდეგი უთხრა
(პირაჰის ხმა)
“ცნობა, რომ ალ ჯაფარიმ თავისი კანდიდატურის მოსხნა გადაწყვიტა, დადებითი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ ამით ერაყში დემოკრატიულ პროცესს ხელი შეეწყობა”.