რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული

რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული
რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელებული
პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ერაყის პარლამენტმა დღეს ქვეყნის ლიდერები აირჩია. პარლამენტარებმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს ქურთული წარმოშობის პოლიტიკოსი, ჯალალ თალაბანი. თალაბანიმ, თავის მხრივ, შიიტ პოლიტიკოსს, ჯავად ალ-მალიქის, ახალი მთავრობის გაძღოლის ოფიციალური თხოვნით მიმართა. მალიქიმ 30 დღის განმავლობაში პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.
შესაბამისად, დღეს დასრულდა შიიტ, სუნიტ და ქურთ პოლიტიკოსებს შორის არსებული უთანხმოება, რის გამოც ეროვნული არჩევნებიდან თვეების განმავლობაში არ ხერხდებოდა მთავრობის ფორმირება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, ჯავად ალ-მალიქისთვის მთავრობის ფორმირების შეთავაზებას ერაყისთვის ”მნიშვნელოვანი მიღწევა” უწოდა. შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ ეროვნული ერთიანობის მინისტრთა კაბინეტი ერაყს კრიზისიდან გამოიყვანს.