მოსკოვში პოლიციამ დღეს ატომური ენერგეტიკის

მოსკოვში პოლიციამ დღეს ატომური ენერგეტიკის
მოსკოვში პოლიციამ დღეს ატომური ენერგეტიკის
წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბია. ჩერნობილის კატასტროფის 20 წლისთავის აღსანიშნავად, გარემოს დამცველი ორგანიზაციის, ”გრინპისის” აქტივისტებმა წითელ მოედანზე, წმინდა ბასილის ტაძრის წინ აქცია გამართეს და პროტესტის გამოხატვის მიზნით, სიმბოლურად თავი დაიბეს. 13 აქტივისტი პილიციამ დააკავა. მათთან ერთად ჟურნალისტებიც დააკავეს, თუმცა შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.