შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების

შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების ყოფილი
შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების ყოფილი
საგარეო საქმეთა მინისტრების ერთმა ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა იმ ცნობის გამო, რომ შეერთებული შტატები, შესაძლოა, აქტიურად გეგმავდეს ირანის ატომური სტრუქტურების წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელებას. გაზეთ "International Herald Tribune" - ში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ყოფილი მინისტრები პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ატომური პროგრამის თაობაზე ირანთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვისკენ მოუწოდებენ. სხვებთან ერთად, წერილს ხელს აწერენ მადლენ ოლბრაიტი შეერთებული შტატებიდან, იოშკა ფიშერი გერმანიიდან, და ჰუბერტ ვედრინი საფრანგეთიდან.
შეერთებული შტატების განცხადებით, მას სურს რომ ირანთან ატომური პროგრამის თაობაზე შექმნილი უთანხმოება დიპლომატიის მეშვეობით გადაიჭრას - თუმცა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამხედრო ოპერაციაც არ გამორიცხა.