სოხუმში ხელი მოაწერეს აფხაზეთისა და

სოხუმში ხელი მოაწერეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებს შორის
სოხუმში ხელი მოაწერეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებს შორის
მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის ოქმს. ხელშეკრულებას შარშან, სექტემბერში მოაწერეს ხელი სეპარატისტების ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ, დღეს კი მათვე გააფორმეს ოქმი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ერთმანეთს დახმარება გაუწიონ სტიქიური უბედურებებისა და საგანგებო მდგომარეობათა შემთხვევაში. ლაპარაკია აგრეთვე სამხედრო და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე.