ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა რამდენიმე

ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა
მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მან მოხსნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უსენ სიდიკოვი, რომლის შემცვლელის ვინაობაზეც ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი და მისი მრჩეველი უშიშროების საკითხებში ბუსურმანკულ ტაბალდიევი დანიშნა ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორად, ხოლო ვიცე-პრემიერი ადახამ მადუმაროვი - სახელმწიფო მინისტრად. ამ პოსტებიდან გადამდგარი აიტბაიევის და სარიგულოვის მოხსნას მოითხოვდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომელთაც 29 აპრილს ბიშკეკში მასშტაბური დემონსტრაცია მოაწყეს.