იორდანიაში დააკავეს, სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრი

იორდანიაში დააკავეს, სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრი 20 მამაკაცი
იორდანიაში დააკავეს, სავარაუდოდ, "ჰამასის" წევრი 20 მამაკაცი
სირიიდან იარაღის კონტრაბანდაში ბრალდების საფუძველზე. იორდანიის მთავრობის პრეს-მდივნის განცხადებით, სამი კვირის წინ დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან იორდანიის დესტაბილზაციის მცდელობაში. სხვა ოფიციალური პირების თქმით, შეიარაღებული პირები იორდანიის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე იერიშს აპირებდნენ. "ჰამასი" უარყოფს ბრალდებას, თითქოს მისი წევრები გახვეული იყვნენ იარაღის კონტრაბანდაში და ამბობს, რომ არ იმუშავებს კომისიაში, რომელიც პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა შექმნა, ამ საკითხის გამოსაძიებლად იორდანიასთან ერთად. ამ კომისიის წევრები დღეს ესტუმრნენ იორდანიის დედაქალაქ ამანს გამოძიებასთან დაკავშირებით. "ჰამასმა" იანვრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პალესტინელების მთავრობა ჩამოაყალიბა, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე იზოლირებულია იმის გამო, რომ არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს და არ ამბობს უარს ძალადობაზე.