ინდონეზიაში დღეს აქტიურ ვულკან ”მერაპისთან”

ინდონეზიაში დღეს აქტიურ ვულკან ”მერაპისთან” ახლოს მცხოვრები
ინდონეზიაში დღეს აქტიურ ვულკან ”მერაპისთან” ახლოს მცხოვრები
ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ვულკანიდან ლავის ნატეხები, ქვები და ფერფლი ამოდის - რაც ვულკანის გარდაუვალ ამოფრქვევას მოასწავებს. რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით უმოქმედოდ ყოფნის შემდეგ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე განლაგებული ვულკანი გააქტიურდა. დღეს მიწა ვულკანურმა მიწისძვრამ შეძრა, რამაც ხალხი პანიკაში ჩააგდო. ოფიციალური ინფორმაციით, მოსალოდნელია კიდევ სულ მცირე 7 ათასი ადამიანის ევაკუაცია. ”მერაპი” ინდონეზიის 129 მოქმედი ვულკანიდან ერთ-ერთია. უკანასკნელად ის 1994 წელს ამოიფრქვა, რასაც 60 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.