პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართა საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართა საქართველოს
სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიშის მოსმენა. დოკუმენტი მოიცავდა გასული წლის მეორე ნახევრის პერიოდს, მაგრამ ომბუდსმენმა ისაუბრა წელს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტზეც, რომელთა დროსაც სამართალდამცველთა მხრიდან უკანონო ქმედებები აღირიცხა. სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობას, თბილისის მეხუთე საპყრობილეში მარტში მომხდარ ბუნტს და 2 მაისს თბილისში, ჩოგბურთის კორტებთან ეჭვმიტანილთა ლიკვიდაციით დასრულებულ სპეცოპერაციას. სახალხო დამცველმა დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.