შეერთებულ შტატებში სამხედრო გამოძიებამ მარტის

შეერთებულ შტატებში სამხედრო გამოძიებამ მარტის თვეში,
შეერთებულ შტატებში სამხედრო გამოძიებამ მარტის თვეში,
ერაყის ქალაქ იშაქიში მომხდარ ინციდენტში ამერიკელი სამხედროები გაამართლა. შეერთებული შტატების სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა უილიამ ქოლდუელმა, განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ალ-ყაიდის წევრობაში ეჭვმიტანილის დაპატიმრების ოპერაციას ატარებდნენ, და სახლიდან, სადაც ეჭვმიტანილი იმალებოდა, მათ ცეცხლი გაუსხნეს. გამოძიების დასკვნით, სამხედროებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ცეცხლის საპასუხოდ საჰაერო ძალები გამოიძახეს. ქოლდველის თქმით, შესაძლოა ამ შეტევას 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყოლოდა. ადგილობრივი მოსახლეობის ვერსიით კი ამერიკელმა ჯარისკაცებმა 11 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ქალები, ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. პარალელურად, გრძელდება ერაყის დაბა ჰადიტაში ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. ამ ინციდენტში ამერიკელი საზღვაო ქვეითები 24 მოქალაქის, მათ შორის ბავშვების და ქალების, მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.