კოსოვოში გაეროს საგანგებო წარმომადგენელ მარტი

კოსოვოში გაეროს საგანგებო წარმომადგენელ მარტი აჰტისაარის სურს, მალე ჩააბას სერბიისა და მის შემადგენლობაში შემავალი კოსოვოს
კოსოვოში გაეროს საგანგებო წარმომადგენელ მარტი აჰტისაარის სურს, მალე ჩააბას სერბიისა და მის შემადგენლობაში შემავალი კოსოვოს
უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მოლაპარაკებაში კოსოვოს სტატუსზე. აჰტისაარიმ დღეს კოსოვოს ადმინისტრაციულ ცენტრ პრიშტინაში გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ივლისის მიწურულს მოხდება. სტატუსის საკითხზე მოლაპარაკება, რომლის სპონსორია გაერო, თებერვალში დაიწყო. კოსოვოში ალბანელების ეთნიკური უმრავლესობა დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვის, ბელგრადი კი რეგიონის სერბიაში დარჩენას მოითხოვს.