ერაყის პერმიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ გამოთქვა

ერაყის პერმიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს დიალოგი მეამბოხეების ზოგ ჯგუფთან,
ერაყის პერმიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ გამოთქვა მზადყოფნა, დაიწყოს დიალოგი მეამბოხეების ზოგ ჯგუფთან,
რომელთაც სურთ ჩართვა ერაყში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში. ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, ალ-მალიკიმ იქვე მოუწოდა ყველა ერაყელს, ხელი შეუწყონ ფართომასშტაბიან უშიშროების ზომებს, ბაღდადში რომ მიმართავენ. უშიშროების ძალების 40 000- მდე წარმომადგენელი, მათ შორის ერაყელებიც და კოალიციის წევრებიც, უნდა განთავსდნენ ბაღდადში, საგანგებო ოპერაციის ფარგლებში. ამ ოპერაციას წინ უძღოდა ტერორისტულ ქსელ "ალ-ყაიდის" გაფრთხილება, რომ მასშტაბური იერიშებით შურს იძიებს გასულ კვირაში ერაყში მისი ლიდერის, აბუ მუსა ალ-ზარყავის მოკვლის გამო. ალ-ზარყავი ამერიკელების საჰერო იერიშისას მოკლეს. უშიშროების მასშტაბური ოპერაციის მიუხედავად, დღეს ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.