პალესტინელების ლიდერებმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკა

პალესტინელების ლიდერებმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს
პალესტინელების ლიდერებმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს
იმის გამო, რომ კავშირი პალესტინელი ხალხისთვის დახმარების გამოყოფას ორგანიზაცია ”ჰამასის” მთავრობის გვერდის ავლთ გეგმავს. ავტონომიის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, დაფინანსების ახალი მექანიზმი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი, ვინაიდან მთავრობას გვერდს უვლის. ინფორმაციის მინისტრის, ჰამასის წევრი იუსუფ რიზკას სიტყვებით, ევროკავშირმა ”მტრული პოლიტიკა” წამოიწყო, რომელიც მიზნად პალესტინელების დაყოფას ისახავს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა პარასკევს, 16 ივნისს, შეიმუშავეს გეგმა, რომელიც ღარიბი პალესტინელი ოჯახების დასახმარებლად
ასი მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. პალესტინელებს ბევრმა საერთაშორისო დონორმა დახმარება იმის გამო შეუჩერა, რომ ”ჰამასი” ძალადობაზე უარს არ ამბობს, და არ სცნობს ისრაელის უფლებას, არსებობდეს.