საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ერაყში მომხდარ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ერაყში მომხდარ
ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს ბორის გრიზლოვსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს სერგეი მირონოვს. "ტერორისტებსა და უდანაშაულო ადამიანთა მკვლელებს არც ეროვნება აქვთ და არც რწმენა. ამ არაადამიანურმა დანაშაულმა დაგვანახა ტერორიზმის სასტიკი არსი და მის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლის აუცილებლობა" - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის წერილში. გვესმის, რომ სიტყვები ტკივილს ვერ შეამსუბუქებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ღრმა თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსო, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.