ავღანეთში ორი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე

ავღანეთში ორი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
ავღანეთში ორი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ სამხრეთ ავღანეთში მდებარე გილმენდის პროვინციაში მომხდარი შეტაკების დროს. მეზობელ ურუზგანის პროვინციაში, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობის მონაცემებით, გუშინ გამართული ბრძოლების მსვლელობაში ათი ავღანელი ექსტრემისტი მოკლეს.