რუსეთი ყველა შესაძლებელი საშუალებით მიიღებს

რუსეთი ყველა შესაძლებელი საშუალებით მიიღებს მონაწილეობას პალესტინელი მეამბოხეების მიერ
რუსეთი ყველა შესაძლებელი საშუალებით მიიღებს მონაწილეობას პალესტინელი მეამბოხეების მიერ
გატაცებული ისრაელი ჯარისკაცის განთავისუფლებაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის ისრაელ კოლეგასთან ციპი ლივნისთან შეხვედრისას. ლავროვმა განაცხადა ასევე, რომ ისრაელმა თავშეკავებულად უნდა იმოქმედოს. ლივნიმ განაცხადა თავის მხრივ, რომ რუსეთის როლი ამ კრიზისის მოგვარებაში ძალიან მნივშნელოვანი შეიძლება იყოს. აშშ-სგან და ევროკავშირისგან განსხვავებით, რუსეთი არ მიიჩნევს “ჰამასს”, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის მთავრობას განაგებს, ტერორისტულ ორგანიზაციად.