უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ახალი, პრო-რუსული საპარლამენტო კოალიცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, განაცხადა, რომ ახალი, პრო-რუსული საპარლამენტო კოალიცია
კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა. იუშჩენკოს თქმით, ყოფილი ნარინჯისფერი მოკავშირეების გაერთიანების ახალი, პრო-რუსული პარტიების კოალიციით შეცვლა კონსტიტუციას, და საპარლამენტო პროცედურებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ახალი კოალიციის შექმნისას ნარინჯისფერი კოალიციის არსებობა ოფიციალურად არ იყო შეწყვეტილი. იუშჩენკომ პარლამენტარებს კონსტიტუციის დაცვისკენ, და ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდა.