აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეშფოთებას გამოთქვამს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო.
კონდოლიზა რაისის განცხადებით, ის ამ რეგიონში კვირას გაემგზავრება ისრაელ-ლიბანის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად. შემდეგ რაისი ჩავა რომში და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ოთხშაბათს იწყება და კონფლიქტის გამომწვევ მიზეზს ეხება -ეს კი, რაისის თქმით, არის მოძრაობა "ჰიზბოლაჰი": [რაისის ხმა] "ვეძებთ ამჟამინდელი ძალადობისთვის ბოლოს მოღების გზას, და მეტიც - გვსურს ამოიძირკვოს მიზეზი, რომელიც ძალადობას იწვევს, რათა რეალურმა და გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს." რომის კონფერენციაში, რომელზეც კონდოლიზა რაისიც აპირებს ჩასვლას, მონაწილეობის მიიღებენ ლიბანის, აგრეთვე ევროპის რამდენიმე ქვეყნის, შესაძლოა, ისრაელის წარმომადგენლებიც.