მუსულმანური ქვეყნები მოითხოვენ გაერთიანებული ერების

მუსულმანური ქვეყნები მოითხოვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან
მუსულმანური ქვეყნები მოითხოვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისაგან
რათა მიიღოს გადაწყვეტილება და ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტას მიაღწიოს. ისლამური კონფერენციის ორანაიზაციის წევრებმა დასკვნით სხდომაზე აგრეთვე მოუწოდეს გაეროს, რათა გამოძიებულ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც, მათი თქმით, შედეგად ისრაეილის მხრიდან “ჰისბოლაჰის” წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა. ისრაელის მიერ ლიბანში სამი კვირის მანძილზე მიმდინარე სამხედრო კამპანიისას 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სამი ათასი დაიჭრა, - განაცხადა ლიბანის პრემიერ-მინსიტრმა ფუად სინიორმა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის ჩრდილოეთით, “ჰისბოლაჰის” სარაკეტო დარტყმის შედეგად დღეს დაახლოებით შვიდი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არმიის ცნობით ბრძოლაში 3 ებრაელი ჯარისკაცი მოკლეს.