ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებზე კვლავ მიიტანეს

ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებზე კვლავ მიიტანეს სარაკეტო იერიში
ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებზე კვლავ მიიტანეს სარაკეტო იერიში
სამხრეთი ლიბანის ტერიტორიიდან. სულ ისრაელის ქალაქებს 120 რაკეტა დაუშინეს. დაიღუპა ორი ქალი, ერთი მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. სამი რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ ჰადერაში, რომელიც ლიბანის საზღვრიდან 75 კილომეტრით არის დაშორებული. ჯერჯერობით ეს ყველაზე შორის წერტილია, რომელსაც ლიბანიდან გაშვებულმა რაკეტებმა მიაღწია. მსხვერპლის შესახებ არაფერს იტყობინებიან. ამასობაში ისრაელის ავიაცია განაგრძობს ლიბანის დაბომბვას. დღევანდელი საავიაციო იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 40 ადამიანი დაიღუპა. მწყობრიდან გამოყვანილ იქნა სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რომელიც ლიბანს სირიასთან აკავშირებს.