რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დღეს განაცხადა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმ ზარალის ზუსტად განსაზღვრა,
რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დღეს განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმ ზარალის ზუსტად განსაზღვრა,
რაც გარემოს მიაყენა 27 ივლისს რაკეტა ერ-ეს20-ის კატასტროფამ ყაზახეთში. სააგენტოს წარმომადგენელმა იგორ პანინმა თქვა, რომ რუსეთისა და ყაზახეთის ექსპერტები გააგრძელებენ ავარიის მიზეზების გამოძიებას. მანამდე ყაზახეთის იმ რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სადაც მოხდა ავარია, განაცხადა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 340 მილიონი დოლარია.