ადამიანის უფლებების დამცველმა ორმა დასავლურმა

ადამიანის უფლებების დამცველმა ორმა დასავლურმა ორგანიზაციამ ირანს მოუწოდა,
ადამიანის უფლებების დამცველმა ორმა დასავლურმა ორგანიზაციამ ირანს მოუწოდა,
გააუქმოს ამასწინანდელი გადაწყვეტილება, კანონგარეშე გამოაცხადოს ადამიანის უფლებების დამცველთა ცენტრი - ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში უდგას მშვიდობის დარგში 2003 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი შირინ ებადი. ამნსეტი ინტერნეიშნელის თანახმად, აკრძალვა ნათელყოფს, რომ ირანში გრძელდება ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება. ხოლო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე განაცხადა, რომ ესაა ახალი მცდელობა, ხმა ჩაუწყვიტოს ირანში ადამიანის უფლებების დამცველებს.