რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი

რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი ონიშენკო ქართულ მხარეს ქართული ღვინის
რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი გენადი ონიშენკო ქართულ მხარეს ქართული ღვინის
რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამის შესახებ პარასკევს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა. სვიმონიშვილის თქმით რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარიული ექიმისგან ოფიციალური წერილი, დაიწყონ მოლაპარაკებები ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე იმპორტის გასაახლებლად, ათ აგვისტოს მიიღეს. თუმცა, ჯერ განსაზღვრული არ არის რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების არც თარიღი და არც პირობები. ამასთან, როგორც სვიმონიშვილმა აღნიშნა, პარალელურ რეჟიმში მთავრობა ქართული ღვინის ევროკავშირის ბაზარზე გატანის საკითხსაც განიხილავს.