სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ახალი

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ახალი ადგილობრივი პასპორტების გაცემა დაიწყო
სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ახალი ადგილობრივი პასპორტების გაცემა დაიწყო
ახალი პასპორტის პირველი ეგზემპლარი ედუარდ კოკოითს გადაეცა. პასპორტი წითელი ფერისაა. ყოველ გვერდზე გამოსახულია ოსეთის გერბი, ხელმოწერა კი ოსურ და რუსულ ენებზეა შესრულებული. “სამხრეთ ოსეთის მოქალაქის” პასპორტი გადაეცემა “სამხრეთ ოსეთის” ყველა მკვიდრს, რომელმაც 14 წლის ასაკს მიაღწია, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა ახალი პასპორტის გარდა, დე-ფაქტო რესპუბლიკაში იმოქმედებს რუსეთის პასპორტიც.