ისრაელმა დღეს დასავლეთის სანაპიროზე ჰამასის

ისრაელმა დღეს დასავლეთის სანაპიროზე ჰამასის წევრი კიდევ ერთი პარლამენტარი დააკავა.
ისრაელმა დღეს დასავლეთის სანაპიროზე ჰამასის წევრი კიდევ ერთი პარლამენტარი დააკავა.
ჯარისკაცებმა რამალაში მაჰმუდ ალ-რამაჰის სახლს ალყა შემოარტყეს, სახლში შევიდნენ და ალ-რამაჰი წაიყვანეს. შაბათს, 19 აგვისტოს, ჯარისკაცებმა პალესტინის ავტონომიის ვიცე-პრემიერი შეიპყრეს. ამ ეტაპზე ისრაელის მხარეს პალესტინის მთავრობის ხუთი მინისტრი, და 20ზე მეტი პარლამენტარი ჰყავს დაკავებული. ოფიციალური პირების დაკავება ისრაელმა ივნისში, ჰამასთან დაკავშირებული პირების მიერ ისრაელის ჯარისკაცის გატაცების შემდეგ დაიწყო.