29 ადამიანი დაიღუპა დღეს ირანში

29 ადამიანი დაიღუპა დღეს ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
29 ადამიანი დაიღუპა დღეს ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად.
თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტოები 80-მდე დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ. ამ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ტუ-154-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა ჩრდილო-აღმოსავლეთი ირანის ქალაქ მაშჰადის აეროპორტში დაშვებისთანავე. სულ თვითმფრინავში 147 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. აი, რა თქვა ავიაკომპანია "ირან ერ ტურის" პრეზიდენტმა მეჰდი სადეღიმ: [მეჰდი სადეღის ხმა] "რეისი 945 ბენდერ-აბასი- მაშჰადი ადგილობრივი დროით 13 საათსა და 45 წუთზე დაეშვა. ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით თვითმფრინავმა მარცხნივ გაუხვია, ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი წაეკიდა." ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის უფროსმა არ გამორიცხა, რომ კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, პილოტის შეცდომა ყოფილიყო. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავს დაშვებისას საბურავი გაუსკდა.