ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მოიწონა კანონპროექტი,
ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მოიწონა კანონპროექტი,
რომელიც გაეროს ინსპექტორებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. კომისიის მომხსენებელმა კაზემ ჯალალიმ თქვა, რომ კანონი ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო გააძლიერებს ირანზე ზეწოლას მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ჯალალიმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ბრალი დასდო, რომ ისინი უგულებელყოფენ, მისი თქმით, "ირანის ბირთვულ უფლებებს".