ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ

ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ კრიზისს ბერლინში განიხილავენ.
ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილ კრიზისს ბერლინში განიხილავენ.
იმართება შეხვედრა, რომელშიც შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, და ევროკავშირის სამეულიდან - ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან - ჩასული მაღალი რანგის დიპლომატები მონაწილეობენ. შეხვედრაზე ირანისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებაზე იმსჯელებენ. ამ მოწოდებით შეერთებული შტატები გამოდის მას შემდეგ, რაც თეირანმა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარი განაცხადა.