ავღანეთში ნატოს უმაღლესი რანგის სარდლის

ავღანეთში ნატოს უმაღლესი რანგის სარდლის, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ დევიდ რიჩარდსის განცხადებით,
ავღანეთში ნატოს უმაღლესი რანგის სარდლის, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ დევიდ რიჩარდსის განცხადებით,
სამხრეთ ავღანეთში "თალიბანის" წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია წარმატებით დასრულდა. გენერალმა, რომელიც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებულ 20 000-კაციან ჯარს უდგას სათავეში, ორკვირიან ოპერაციას "მნიშვნელოვან წარმატებად" მიიჩნევს. მისი თქმით, მეამბოხეები აიძულეს, უკან დაეხიათ თავიანთი პოზიციებიდან და მალე სამ რეგიონში დაიწყება სარეკონსტრუქციო და რეგიონის განვითარებისაკენ მიმართული სამუშაოები.