ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედალი მოიპოვეს

ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედალი მოიპოვეს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში: ფინალში მათ რუსეთის გუნდს სძლიეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედალი მოიპოვეს მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში: ფინალში მათ რუსეთის გუნდს სძლიეს.
ტურნირში, რომელიც პარიზში გაიმართა, ფავორიტად მიჩნეული იაპონია ადრევე დამარცხდა საფრანგეთთან, ამ უკანასკნელს კი რუსეთის გუნდმა სძლია და ფინალში ფავორიტადაც იყო მიჩნეული. მაგრამ ფინალმა წარმატება ქართველ სპორტსმენებს მოუტანა.