ტაილანდის სამხედრო ლიდერის, გენერალ სონთი

ტაილანდის სამხედრო ლიდერის, გენერალ სონთი ბუნიარატგლინის განცხადებით,
ტაილანდის სამხედრო ლიდერის, გენერალ სონთი ბუნიარატგლინის განცხადებით,
ის ორ კვირაში გადასცეს ძალაუფლებას ახალ პრემიერ-მინისტრს, ხოლო დემოკრატია - ერთ წელიწადში აღდგება. როგორც გენერალმა დღეს, პრემიერ-მინისტრი ტაკსინ შინავატრასათვის ძალაუფლების ჩამორთმევის შემდეგ პირველ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ტაილანდის მეფეს - ბუმიბოლ ადულიადეჯს არაფერი აქვს საერთო გადატრიალებასთან. [სონთი ბუნიარატგლინის ხმა] “ქვეყნის საშინაო პრობლემებმა გადაგვაწყვეტინა ამის გაკეთება. ამიტომ, ახლა რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდებოდა, მეტი პრობლემა შეგვექმნებოდა”. გენერალ სონტის თქმით, გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის პროექტს ორი კვირის მანძილზე შეიმუშავებენ: ამავე პერიოდში შეადგენენ ახალ ეროვნულ ასამბლეას. მოგვიანებით, ტელევიზიაში წაიკითხეს განცხადება, რომლის მიხედვით, მეფემ სონტი დანიშნა ახალი მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ. ამასობაში კი, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაილანდის დამხობილი პრემიერ-მინისტრი დღეს ლონდონში ჩადის, კერძო ვიზიტით.