ორი წლის წინ, ევროკავშირში გაწევრიანების

ორი წლის წინ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ
ორი წლის წინ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ
ლატვიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დეპუტატის 100 მანდატისთვის 19 პარტიის მიერ წარდგენილი 1000-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. ლატვიის საარჩევნო სისტემის თანახლად, პარლამენტში მხოლოდ ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მოიპოვებენ. ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივ გამოკითხვებში ლატვიის ამჟამინდელ მთავრობაში მყოფი, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ლიდერობდნენ. სავარაუდოდ, უმრავლესობას ვერც ერთი ცალკეული პარტია ვერ მოიპოვებს. არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე, ამომრჩეველთა აქტივობა 58 პროცენტს გაუტოლდა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.