ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ამნესტი

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშნელის გენერალურმა მდივანმა
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშნელის გენერალურმა მდივანმა
ირენე ხანმა ირანის მთავრობას მოუწოდა, უარი თქვას ქვით ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის პრაქტიკაზე. ამ მოწოდებით იგი დღეს გამოვიდა სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მეოთხე მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ამნესტი აცხადებს, რომ ირანში ცხრა ქალი და ორი მამაკაცი დაისაჯა ამ მეთოდით. უფლებადამცავმა ორგანიზაციამ დაგმო ზოგიერთი ირანელი ოფიციალური პირის მცდელობა, კვლავ აღდგეს ქვით ჩაქოლვა.