რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების

რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტს
რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტს
სპეციალური საპარლამენტო კომისია შეისწავლის. კომისიის შექმნის ინიციატივის თაობაზე უმრავლესობის ლიდერებმა მაია ნადირაძემ და მიხეილ მაჭავარიანმა, შაბათს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი განცხადებით, აღნიშნულ კომისიაში დეპუტატების გარდა, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეებიც იქნებიან. კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.