რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს კვლავაც სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს კვლავაც სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების
ძალოვანი გზით გადაჭრისთვის მზადებაში ადანაშაულებს. "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხალხი შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით. შეშფოთებულია რუსეთიც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაც სწორედ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის ძალოვანი გზით გადაიჭრის მცდელობას კავშირდება” - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს პირდაპირ ეთერში რუსეთის მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას. რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად სეპარატისტული რეჟიმების სწრაფვასთან დაკავშირებით პუტინმა თქვა: "რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში ტერიტორიების მიღებას, ჩვენ არ მივესწრაფით, რომ ტერიტორია გავაფართოოთ. სსრკ-ს დაშლის შემდეგაც კი რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოდ რჩება. ჩვენ ჩვენი ტერიტორია გვყოფნისო."