ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
ევროპის პარლამენტმა დადგენილება მიიღო. დოკუმენტის ტექსტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. დადგენილება დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ. [ბურჯანაძის ხმა]: ”ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის იზიარებს საქართველოს ხელისუფლების შეფასებას სამშვიდობო ფორმატის შეცვლის სავალდებულობასთან დაკავშირებით. რომ ის სამშვიდობო ფორმატი, რომელიც ახლა არსებობს, არ ემსახურება მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. და რაც ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ევროკავშირი მოუწოდებს ევროკომისიას, აღმასრულებელ მხარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირი ჩაერთოს საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების საქმეში”.