სანკტ-პეტერბურგში რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ

სანკტ-პეტერბურგში რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა შედგა.
სანკტ-პეტერბურგში რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა შედგა.
აქციაში, რომელიც ”სიძულვილის წინააღმდეგ მარშის” სახელით გაიმართა, მონაწილეობა დაახლოებით 300-მა ადამიანმა მიიღო. მონაწილეები ძირითადად ლიბერალურ და მემარცხენე ოპოზიციურ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. დემონსტრანტებს ხელში 2004 წელს სანკტ-პეტერბურგში მოკლული მეცნიერის, სკინჰედთა სუბკულტურის სპეციალისტის, ნიკოლაი გირიენკოს პორტრეტები ეჭირათ. გირიენკოს ხსოვნის პატივსაცემად ასეთი მსვლელობა მესამედ ეწყობა. წელს გირიენკოს ფოტოებს ამ თვის დასაწყისში მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სურათებიც დაემატა.