ბაღდადში განახლდა სადამ ჰუსეინის სასამართლო

ბაღდადში განახლდა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი.
ბაღდადში განახლდა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი.
ერაყის ჩამოგდებულ დიქტატორსა და მის ექვს უახლოეს თანამოაზრეს 1980-იანი წლების ბოლოს ქურთების გენოციდში ედებათ ბრალი. დაცვის ხელმძღვანელმა დღეს დატოვა სასამართლო დარბაზი მას მერე, რაც უკუგდებულ იქნა მისი თორმეტივე მოთხოვნა. ბრალდებულებს ახალი ვექილები დაუნიშნეს.