პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვრის

პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვრის მახლობლად საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვრის მახლობლად საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
პაკისტანის ვერტმფრენების მიერ გუშინ მედრესეს წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის გამო. ამ ოპერაციის შედეგად 80 ადამიანი იქნა მოკლული. ათასობით ადამიანმა დაგმო პაკისტანისა და შეერთებული შტატების მთავრობები სასულიერო სკოლის მახლობლად, ხარში მოწყობილ გამოსვლებზე. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მოკლულები უდანაშაულო სტუდენტები და მასწავლებლები არიან. პაკისტანის მთავრობა ირწმუნება, რომ მან "ალ-ყაიდის" საწვრთნელი ბანაკი გაანადგურა.