გაეროს მეთვალყურეთა მისიამ ზემო აფხაზეთის

გაეროს მეთვალყურეთა მისიამ ზემო აფხაზეთის სოფელ აჟარაში
გაეროს მეთვალყურეთა მისიამ ზემო აფხაზეთის სოფელ აჟარაში
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნისას მომხდარი ინცინდენტის გამოძიება დაასრულა და დაასკვნა, რომ სოფლის მიმართულებით სამი რაკეტა ტყვარჩელის რაიონიდან არ უსვრიათ. გაეროს მეთვალყურეთა მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჟარას ესროლეს სამხრეთიდან, თუმცა გაცილებით ახლომდებარე რაიონიდან, ვიდრე ტყვარჩელია. გაეროს ექსპერტთა დასკვნით, სამი რაკეტა შესაძლოა ესროლათ თვითნაკეთი გამშვები დანადგარიდან, რომელიც კოდორის ხეობის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობდა.