ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვთან

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვთან,
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვთან,
ოსური შეიარაღებული ფორმირების წევრებმა სოფელ ბროწლეთის მცხოვრებლებს შეშით დატვირთული ავტომანქანა წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ სააგენტო ”პრაიმ-ნიუსი” იუწყება. დაზარალებულთა განმარტებით, ინციდენტის მიზეზი ქართულ ენაზე გაცემული საბუთი გახდა, რომლითაც მათ შეშის მოჭრის უფლება მიეცათ. შემთხვევის ადგილი მოგვიანებით ეუთოს წარმომადგენლებმა მოინახულეს. ქართველმა სამართალდამცველებმა ჩამორთმეული მანქანა მფლობელს უკვე დაუბრუნეს.