შეერთებულმა შტატებმა მაღალი შეფასება მისცა

შეერთებულმა შტატებმა მაღალი შეფასება მისცა ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადაწყვეტილებას
შეერთებულმა შტატებმა მაღალი შეფასება მისცა ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის გადაწყვეტილებას
ახალი კონსტიტუციის ხელმოწერის თაობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გონზალო გალიეგომ თქვა, რომ ვაშინგტონი მიესალმება კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ახალი კონსტიტუციით იზღუდება ყირგიზეთის პრეზიდენტის ძალაუფლება და პარლამენტს მთავრობის დანიშვნის პროცესზე მეტი კონტროლი ექნება.