უზბეკეთში დაკავებული უფლებადამცავის მუტაბარ ტოჯიბაევას

უზბეკეთში დაკავებული უფლებადამცავის მუტაბარ ტოჯიბაევას ნათესავები შეშფოთებას გამოთქვამენ მისი
უზბეკეთში დაკავებული უფლებადამცავის მუტაბარ ტოჯიბაევას ნათესავები შეშფოთებას გამოთქვამენ მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ტოჯიბაევას დამ მუჰარამმა, რომელიც მისი ადვოკატიცაა, “რადიო თავისუფლების” უზბეკურ სამსახურს უთხრა, რომ ტაშკენტის ქალთა კოლონიაში მყოფი სხვა პატიმრების ინფორმაციით ტოჯიბაევა “ძალიან ცუდ მდგომარეობაში” იმყოფება. ის დაპატიმრეს ერთი წლის წინ და რვა წელი მიუსაჯეს გამოძალვის ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს.