ბრიუსელში გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი

ბრიუსელში გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,
ბრიუსელში გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის 25 წევრი ქკეყნის, აგრეთვე ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნების - კერძოდ, რუსეთისა და აზერბაიჯანის - წარმომადგენლებმა. ფორუმზე გაისმა გაფრთხილება, რომ ენერგორესურსებისთვის ბრძოლა "უპრინციპო" შეიძლება გახდეს. ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პიტერ მანდელსონმა თქვა: "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ენერგეტიკა ვაჭრობის ბერკეტად იქნეს გამოყენებული გეოპოლიტიკაში. დამატებითი საერთაშორისო წესების შემოღებით შეიძლება სტაბილურობის მიღწევა და სამართლებრივი ვაკუუმის ამოვსება, რაც ამჟამად საერთაშორისო დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა."