აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო

აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო
აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო
ძალების გასვლის შემთხვევაში თბილისთან შეიარაღებული კონფლიქტის განახლებას გარდაუვალს უწოდებს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი. მოსკოვში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ოქრუაშვილის წასვლა საქართველოს პოლიტიკას არ შეცვლის. თავად ოქრუაშვილის ფოტო ვარდების რევოლუციისადმი მიძღვნილ ტრადიციულ საპარლამენტო ფოტოგამოფენაში წელს ოპოზიციამ ვეღარ აღმოაჩინა.