ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის

ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის
ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის
რესპუბლიკის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ინაუგურაცია გაიმართა. დეფაქტო ხელისუფლებამ სპეციალურად ამ დღისთვის კომისია შექმნა, რომელსაც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა. ცერემონია კინოთეატრ ,,ჩერმენში” შედგა. ედუარდ კოკოითი დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. ინაუგურაციას ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ჩრდილოეთი ოსეთის და ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტებთან ერთად, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოსკოვის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ედუარდ კოკოითის მიულოცეს აგრეთვე დნესტრისპირეთის, აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა.